ჭიდაობა

1:53 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭიდავეთა ოქრო-ვერცხლი ოლიმპიადაზე

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მორიგი დღე წარმატებული აღმოჩნდა ქართული დელეგაციისთვის. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვება მოახერხეს.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა გიორგი ჩხიკვაძემ (60 კგ.) შესძლო, რომელმაც ფინალში ყირგიზ ელმირბეკ სადიროვს აჯობა, გიორგი თოხაძე (51 კგ.) კი გადამწყვეტ შერკინებაში იაპონელ ვატარუ სასაკისთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
ამგვარად, ქართული ოლიმპიური დელეგაციის აქტივში უკვე 5 მედალია: 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

0.131613