ფეხბურთი

18:50 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფა-ს სალიცენზიო კურსები

27 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრ „ბასაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მორიგ კურსი გაიხსნა. სასწავლო პროგრამის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე დაესწრო და მონაწილეებს წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უკვე ოთხ მოდულს მოიცავს და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრული შესაბამისობით ტარდება.

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე 22 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი 72 წლისაა. უეფას C ლიცენზიის კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.

1 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული დაიწყება. სასწავლო პროცესს „დავით პეტრიაშვილი არენა“ უმასპინძლებს. მსმენელებს ლექციები სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ. ამ ეტაპზე კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119813