თამაშგარე

22:40 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის მოტრფიალე რუსი მოდელი

უმშვენიერესი რუსი მოდელი, ქსენია ჩუმიჩევა იმ დიაცთაშორისაა, რომლებიც სურვილებს არასოდეს მალავენ და ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ როგორ უნდა მოთოკონ საკუთარი ვნებები. ეს ჩვენი ქსიუშა პარიზულ “პარისენჟერმენში“ მობურთალ ბრაზილიელ ნეიმარზე ყოფილა გულშევარდნილი და მწვანე მინდორზე მუდმივად კოტრალა ბრაზილიელს მასთან კოტრიალს სთავაზობს.

ქსენია ჩუმიჩევა ამბობს რომ ფეხბურთი დიდად არ აინტერესებს და რუსეთში აწუკვე გამართულ მუნდიალს მხოლოდ იმიტომ უყურა, რომ მის გარშემო ყვლა ადამიანი ტელევიზორს იყო მიმჯდარი და სხვა გზა აღარ დაუტოვეს. ჰოდა, სწორედ მუნდიალის მიმდინარეობისას ჩავარდნია გულში ნეიმარი.

თვალსაამო მოდელი იძახის, რომ ფეხბურთის მოყვარულთათვის შეიძლება სულაც არ იყო საამო საცქერი მინდორზე მუდმივად გაშხლართული ნეიმარის ცქერა, მაგრამ პირადად მისთვის ეს ძალიან სექსულური ქმედებები იყო. მას ერთი სული ჰქონდა, მისულიყო ბრაზილიელ ფეხბურთელთან და რაიმენაირად დახმარებოდა. “დახმარება“ კი კარგი ეცოდინება - იცოცხლეთ...

0.139063