ჩოგბურთი

13:58 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ქუერის ეთამაშება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 183 30 დოლარი) მერვედფინალში ამერიკელ სემ ქუერის ეთამაშება.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სემმა საწყის რაუნდში არგენტინელი გუიდო პელა 7:6 (8:6), 6:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბასილაშვილს მიმდინარე რეიტინგში 35-ე ადგილი უკავია, 30 წლის ქუერი კი 58-ეა.
ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელს ერთადერთხელ – 2017 წლის უიმბლდონზე გაჯიბრებია და მაშინ სემმა 6:4, 4:6, 6:3, 6:3 იმარჯვა.

0.10529