შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ წინა თაობის საყვარელი იტალიელი მსახიობი, სოფი ლორენი ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგი იყო და ახალგაზრდობის წლებში ეს ქალბატონი პრაქტიკულად არ აგდებდა არც ერთ მუნდიალსა და ევროპის ჩემპიონატს ისე, რომ არ წასულიყო და რამდენიმე მატჩზე მაინც არ დასწრებულიყო.
გულშემატკივრობით სოფი ლორენი ცხადია იტალიის საფეხბურთო ნაკრებს ქომაგობს, თუმცა როგორც თავად არაეთხელ უთქვამს, გულშემატკივრობა ობიეტურობას არასოდეს აკარგვინებდა და თუკი სხვა ნებისმიერი გუნდი კარგად და თვალსაამოდ გაირჯებოდა, არც მათ ქომაგობაზე ამბობდა უარს.
ამჟამად, უკვე გვარიანად მობერებული სოფი ლორენი ძირითადად ნიცაში, თავის აპარტამენტებშია “გამაგრებული“ და სახლიდან იშვიათად გამოდის. ეჰ, მუხთალ წუთისოფელს და წლების მდინარებას რას ვუზამთ, თორემ დრო იყო, სოფი ლორენის მხოლოდ დანახვაზეც კი პლანეტის მთელი სამამრეთი ოცნებობდა...