ფეხბურთი

1:50 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: "ამ თამაშის შესახებ შვილიშვილებს მოვუყვებით"

პოლტავას „ვორსკლას“ ქართველი ნახევარმცველი „არსენალთან“ ევროპა ლიგაზე (2:4) მატჩის შემდეგ ამბობს, რომ ლონდონელთა კარში ორი გოლის გატანა მისი გუნდისთვის წარმატებაა. სანდროს თქმით, „ემირეითსზე“ ჩატარებული თამაში „ვორსკლას“ ყველა ფეხბურთელის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

„კმაყოფილები ვართ თუ არა? - არ ვიცი, ჯერ კიდევ ცოტა დრო გავიდა თამაშიდან, რომელიც წავაგეთ. თუმცა, გავიტანეთ ორი გოლი და ვფიქრობ, ეს პოზიტიურია. ალბათ, ეს ყველას ოცნება იყო. ბიჭები ამბობენ, რომ შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვებიან ამ თამაშის შესახებ. ეს დაუვიწყარი მომენტია, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება“, - განაცხადა კობახიძემ.

ქართველმა შემტევმა აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე 77 წუთი გაატარა, ხოლო „ვორსკლას“ მეორე ჩვენებური ანდრო გიორგაძე სათადარიგო სკამზე დარჩა.

0.120103