თამაშგარე

11:18 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გულმოკლული ფატიმა ალტიერი

ამერიკის კონტინენტზე საკმაოდ ცნობილი ჰაიტელი მომღერალი, ფატიმა ალტიერი აცხადებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო - ფიფა ხშირ შეთხვვევაში უსამართლო გადაწყეტილებებს იღებს და მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების გამხსნელ სიმღერა-ჰიმნების ავტორებს არასწორად არჩევს.

ფატიმა ალტიერის აზრით, ფიფაში მუსიკის არაფერი ვაეგებათ და მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს მარტივად და რაც მთავარია არასამართლიანად იღებენ, რის გამოც უამრავი ნიჭიერი და მართლაც კარგი სიმღერების ავტორ-შემსრულებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იჩაგრებიან.

ჟურნალისტებთან საუბარში ჰაიტელი მომღერალი გამოტყდა, რომ მას ორჯერ ჰქონდა მცდელობა, როდესაც ჩემპიონატის გახსნის ჰიმნი და წერა და ძალიან სურდა საფეხბურთო მუნდიალზე მისი სიმღერა გაჟღერებულიყო, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ არჩევანი სხვა მომღერლებზე შეაჩერა.

0.167373