ჩოგბურთი

20:25 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის ტურნირის მერვედფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს

ბათუმში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგის მერვედფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს: ლანა კენჭიაშვილი რუს ალეკსანდრა კუზნეცოვას გაეჯიბრება, ანა შანიძე კი – მე-7 ნომრად განთესულ უნგრელ ჩილა არგეილანს.

დღეს, იგივეს შანსი ბარბარე ერისთავსაც ჰქონდა, თუმცა, რუს ანასტასია ზოლოტარევასთან 4:6, 6:4, 4:6 დამარცხდა.
აი, წყვილთა შეჯიბრი კი ქართველთა გარეშე გაგრძელდება. ანა ქადაგიძე და ებრაელი შირან აროლ ვიეგანდი რუს ანასტასია მირონოვასა და აზერბაიჯანელ ზულეიხა საფაროვას ვერ გაუმკლავდნენ – 0:6, 6:4, 5:10, ხოლო ლანა კენჭიაშვილი და რუსი ვასილისა აპონასენკო ბელარუს ანა კუბარევასთანა და რუს ვალერია ურჟუმოვასთან 6:3, 6:7 (6:8), 10:12 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060783