ჩოგბურთი

21:41 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კენჭიაშვილის წარმატება ფავორიტთან

ბათუმში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა ქალთა შორის. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარია, მის ძირითად ბადეში კი 5 ქართველი გამოჩნდა.

სასიამოვნო მოულოდნელობა შემოგვთავაზა 18 წლის ლანა კენჭიაშვილმა, რომელმაც საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილ სერბ ტამარა ჩუროვიჩს 2:6, 7:5, 6:2 სძლია და მერვედფინალში რუს ალეკსანდრა კუზნეცოვას ეთამაშება. ამ უკანასკნელმა “უაილდ ქარდის” მქონე ანა ქადაგიძეს 6:0, 6:1 მოუგო.
მერვედფინალში გააღწია ანა შანიძემაც, რომელმაც ბელარუსი ალისა იაკიმახო 6:0, 6:0 გაანადგურა, ეკატერინე ჟორჟოლიანი კი მე-8 რეიტინგით მოთამაშე პოლონელ კლაუდია ვირასთან 3:6, 1:3 აგებდა, როდესაც თამაში ვეღარ გააგრძელა.
საწყისი რაუნდის მატჩის დასრულება ვერ მოასწრო “უაილდ ქარდის” მქონე ბარბარე ერისთავმა. ის რუს ანასტასია ზოლოტარევასთან 4:6, 3:2 მარცხდებოდა, როდესაც თამაში შეწყდა და ხვალ გაგრძელდება.
წყვილთა ტურნირში კენჭიაშვილი და რუსი აპონასენკო ბელარუს კუბარევასა და რუს ურჟუმოვას გაეჯიბრებიან, ხოლო ქადაგიძე და ებრაელი აროლ ვიეგანდი ძალებს რუსულ-აზერბაიჯანულ დუეტთან (მირონოვა-საფაროვა) მოსინჯავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113987