ფეხბურთი

13:40 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტანიმირ სტოილოვი: "ვიმედოვნებთ, საქართველო ქულებს დაკარგავს"

ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ქულებს დაკარგავს და სწორედ მისი გუნდი მოიგებს ერთა ლიგის A ჯგუფს.

როგორც ბულგარელმა აღნიშნა, „ჯვაროსნებთან“ მის გუნდს მოგება შეეძლო, თუმცა პირველმა გოლმა თამაშის ბედი გადაწყვიტა:

„საქართველოსთან მატჩი საკმაოდ დინამიური და ნერვული იყო. ცხადი გახლდათ, რომ ყველაფერს პირველი გოლი გადაწყვეტდა. ფეხბურთელებს გამარჯვება სურდათ, მაგრამ სურვილს ნერვიულობა დაემატა და შესაბამისი ხასიათი ვერ ვაჩვენეთ. ჩვენი ფეხბურთელთა უმრავლესობა უთამაშებელია და ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს, ყველაზე მეტად ფიზიკურ კონდიციებზე.

ჯგუფის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და საქართველოს ნაკრები იმედია ქულებს დაკარგავს“, - უთხრა სტოილოვმა Kazfootball.kz-ს.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფს ორი ტურის შემდეგ საქართველო 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ყაზახეთის აქტივში 1 ქულაა. მომდევნო ტურის მატჩები 13 ოქტომბერს გაიმართება, საქართველო ანდორას, ხოლო ყაზახეთი ლატვიას დაუპირისპირდება.

0.114401