29 წლის სილვია რებელო პორტუგალიის საფეხბურთო კლუბ ლისაბონის “ბენფიკას“ მცველია და ვისაც პორტუგალიაში ქალთა ფეხბურთო უყვარს, მისი სახელი ყვლამ იცის. სილვიამ ოთხჯერ პორტუგალიის ქალთა საფეხბურთო ნაკრებშიც ითამაშა და სხვათაშორის, არც ისე ცუდად გამოიყურებოდა.
ეს ქალი ჩვენი და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში პირველყოვლისა იმით მოექცა, რომ დაახლოებოთ 10 წლის წინ, თურმე “ბრაგას“ მამაკაც ფეხბურთელთა კლუბში მრეცხავად მუშაობდა დ ამის ხელში გაიარა ოფლდაცვარულ მაისურთა მთელმა კოჰორტამ. ახლა კი თავადაც მისურთა ერთ-ერთი დამცვარავია.
როგორც სილვია იხსენებს, მას ფეხბურთი ყოველთვის ძალიან უყვარდა და უბანში, მეზობლის გოგონებთან სულ თამაშობდა, რაც ბიჭებში დაცინვას და აგრესიას იწვევდა. საფეხბურთო კლუბში მრეცხავადაც უმრწმეს ასაკში მუშაობა ფეხბურთის სიყვარულის გამო დაიწყო და დიდი ხვეწნა დასჭირდა საკუთარი შესაძლებლობები მწვრთნელებისთვის რომ ეჩვენებინა. ახლა კი, როგორც უკვე ვთქვით, პორტუგალიის ნაკრებსაც კი უწია.