კალათბურთი

12:15 | 14.09.2018 | ნანახია 2159 - ჯერ

ზუროსი: „მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ“

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ისრაელი 85:80 დაამარცხა. მატჩისშემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო.

„პირველ რიგში ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს. მათ მთელი გულით ითამაშებს, თითოეული ბურთისთვის იბრძოლეს. ბოლოში კარგი დაცვა ითამაშეს და მნიშვნელოვანი თამაში მოვუგეთ გუნდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 20 ქულით რუსეთს მოუგო რუსეთში. კარგად არ გვითამაშია, განსაკუთრებით მესამე მეოთხედში. მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ერთად არ ვვარჯიშობთ და ასეთ დროს გუნდი გუნდურად არ ფუნქციონირებს. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იყო. ასევე მინდა მივულოცე ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს მხარს გვიჭერდნენ და ჩემს სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც ამ მოკლე დროში დიდი სამუშაო გასწია, რომ დახმარებოდა მოთამაშეებს.

შემდეგი თამაში გვაქვს საბერძნეთის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ გუნდია. ვიცით, რომ ძლიერი ნაკრებია და ყველა ვარსკვლავი ჩამოყავთ თბილისში. ჩვენ ვიბრძოლებთ და გულშემატკივრებმა ამ რთულ მატჩში მხარი უნდა დაგვიჭირონ“- განაცხადა ზუროსმა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:08 | 15.09.2018
BEERTRANCE (97819)

ბითაძეს მომატებული აქვს, და იმედია ასევე გააგრძელებს.

ზუროსი ნამდვილად საჩვენო კაცია. დროული და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო ისრაელთან თამაშში.

23:53 | 14.09.2018
iolasha75 (52)

აი ბითაძე ჩვენ კი არა მთელ საკალათბურთო სამყაროს აოცებს, ნამდვილად ვიცი უკვე დღევანდელი დონით დრაფტის მინიმუმ 30-ში განიხილება და წინ კიდე მთელი სეზონია, ამან თუ ასფურცელასავით პროგრესი განაგრძო, შანსი აქვს ათეულს მიუახლოვდეს. მაგარი გადაწყვეტილებაიყო კიდე ერთი წელი ბემაქსში დარჩენა, გუნდიც მოიგებს და თვითონაც, ბოლო ბოლო იოკიჩი ყავთ გაზრდილი, სხვებზე რო აღარაფერი ვთქვათ. მამუკელაშვილზე მწყდება გული, რაც ვნახე პროგრესის მაგივრად რეგრესი დაეწყო, არადა ტიპი სულ რაღაც 1,5 წლის წინ ევროპის 99-იანების ტოპ 3-ში იყო არაერთი ევროპული გამოცემის ვერსიით. ისე ნაკრებში მაინც უნდა ყოფილიყო, თუნდაც სკამზე , იგივე ლონდარიძის მაგივრად

21:51 | 14.09.2018
raul13 (579)

ძაან გაუბრაზდა ზუროსი ცინცაძეზე ბოლო წუთებში სამიანი რო ისროლა , მაგრამ ბოლო წამებში რაც გააკეტა ყველამ ვნახეთ

20:32 | 14.09.2018
თორღვა პანკელი (1138)

ნუ ზუროსი რო დონეა და უმაღლესი კლასის სპეციალისტი მაგას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, არცერთი მწვრთნელის ხელში არ მახსოვს, პერიმეტრიდან სამქულიანებით ასეთი საშიში და ეფექტური ყოფილიყოს საქართველოს ნაკრები, თან ყველას შეუძლია სროლა და ეს ისე ჰაერიდან არ მოსულა, ეს სწორედ ზუროსის დამსახურებაა. თან ეს ყველაფერი მან ძალიან მოკლე დროში მოახერხა, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს მის მაღალკალიფიციურობას და პროფესიონალიზმს, ამასთან ერთად ძალიან ემოციური კაცია, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის პირიქით, როცა გადარეული ეჩხუბება ამათუიმ ჩაგდებული ეპიზოდის თუ პერიოდის შემდეგ და რაიმე მნიშვნელოვან ნიუანსებს უხსნის ბიჭებს, გეგონება ნერვებისაგან სადავეები გაქცეული აქვს, ამ დროს კი ყველაფერი პირიქითაა, ნერვებმოშლილიც კი ზედმიწევნით სწორად აწვდის ყველაფერს ბიჭებს, ბოლომდე უღეჭავს, ფსიქოლოგიურადაც მაგრად მუშაობს ტაქტიკას რომ თავი დავანებოთ, მოკლედ გაგვიმართლა ამ კაცში და რამენაირად უნდა მოვახერხოთ მისი დატოვება.

18:45 | 14.09.2018
dubligi (1492)

კიდე იმას დავამატებდი, რომ ზუროსის ნაირი ფეხბურთში, რომ გვყავდეს, აუფფფფფ...ხო მოვიგებდით, როგორც ეხლა, მაგრამ ხარისხიც გვექნებოდა..ეხლა ჩვენი კალათბურთის ნაკრები არის ფეხბურთს, რომ შევადაროთ, არის ხორვატია-ჰოლანდია-შვედეთი-პორტუგალია...აი ამ დონეზე და ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ...თითქოს ეგრე ადვილია ისრაელს იქ მოუგო და თან ისრაელს ამით ყველანაირი შანსი მოუკლა...ვერ ვაფასებთ კიდევ..

18:42 | 14.09.2018
dubligi (1492)

კი გეთანხმებით, ზუროსი ძალიან მაგარია...არ გვყოლა ესეთი, თან აშკარად მაგან აათამაშა არალეგიონერები....კბილებთ უნდა დავიცვათ, რომ არ დავკარგოთ...ვინ შეიძლება წაგვართვას და რუსეთმა, და საერთოდ თუ რამე ასუსტებს ქართულ სპორტს, რუსეთი ყოველთვის მზადაა..სამწუხაროთ

16:56 | 14.09.2018
sabonis (9584)

მაგარი ექსპერტები გვყავს რა სპორტპორტალზე წავიკითხე სტატია გუშინ ჯგუფში ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დაჯდაო და თუ ყველასოვიგებთ შანსი გვაქო საიდან მოიტანეს ჩვენთვის აშკარად სერბების მოგება სჯობდა ვინაიდან თუ ყველას მომგები ვართ დდდ მაშინ ჯობდა ბერძნებს წაეგოთ რადგან ჩვენთან კიდე ორს წააგებდნენ(ფანტასტიკა) მერე გასვლას სერბებთანაც, ერთს გერმანიასთანაც ესეც 5 წაგება და გავიდოდით.დდდ და სერბები ვიღასან წააგებენ აწი? ჰა-ჰა ბერძნებთან(იმედია არ გგონიათ ისრაელთან და ესტონეთთან წააგებენ). ექნებათ 4 წაგება ჩვენსავით და ურთიერთ შეხვედრებით გვაჯობებენ.დ მაგარი ექსპერტები ხართ რა.

10:41 | 15.09.2018
iceman (2988)

მეც მაგას ვიძახი ისე დაწერეს სტატია არც დაფიქრებულულან, დაჯე ბერძნებმა ხომ მოიგეს სერბებთან და მაინც ახლაც კი იმის შანსი მეტია რომ ბერძნებს გადავუსწროთ ვიდრე სერბებს თუმცა რათქმაუნდა ორივე ფანტასტიკის სფეროა

17:22 | 14.09.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

სხვათაშორის სერბები გუშინაც ფავორიტები იყვნენ კუშების მიხედვით. ამის მერე ალბათ სერიოზულად მიუდგებიან და მართლა ყველა დარჩენილს მოიგებენ.

16:21 | 14.09.2018
DoncicMavs (34)

აუცილებლად უნდა მოვიგოთ საბერძნეთთან. შემდეგ თამაშებში შენგელია არ გვეყოლება და კიდევ უფრო გაგვიჭირდება

15:54 | 14.09.2018
temo11 (1791)

ზუროსი ნამდვილად ძალიან მაღალი კლასის მწვრთნელია,მაგრამ ეხლა ძალიან ძლიერი საბერძნეთი ჩამოდის რა გახდება მოვუგოთ რა

15:27 | 14.09.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

მაგარი კაცია ილო ძია და ზედგამოჭრილია საქართველოს ნაკრებისთვის. რამდენიმე წამყვანი კალათბურთელის წასვლის გამო პესიმიზმი მოგვეძალა და ეს ადამიანი ახალი თაობით კონკურენტუნარიან გუნდს ქმნის ჩვენს თვალწინ.
არიქა სლოვენია გახადა ჩემპიონიო და ზოგი კოკოშკოვს მისტირის. არადა ზუროსი აშკარად უკეთესად მუშაობს ჩვენს ბიჭებთან, ამის დანახვა ძნელი არაა.
პ.ს.ბითაძის პროგრესით ვარ გაოცებული. ეხლა ბერძნებთან მაინტერესებს ბურუსისთან როგორ წარმოაჩენს თავს. ეგ ბებერი ბერძენი ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა.

12:30 | 14.09.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ძალიან ძლიერია სპეციალისტია ზუროსი ამაზე კარგს ვერ ვიპოვოთ.ის ხალხიც აღარ ჩანს ყ ეა გავუშვათო

0.064524