ფეხბურთი

3:33 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილმა სამეფო თასზე "დეპორტივოს" ლამაზი გოლი გაუტანა (+VIDEO)

ესპანეთის სამეფო თასის 1/64 ფინალში "სარაგოსამ" ლა კორუნიის "დეპორტივო" საკუთარ "ლა რომარედაზე" 2:1 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა გიორგი პაპუნაშვილმაც. ქართველი შემტევი სანაკრებო შეკრების შემდეგ არაგონელებს ახლახან დაუბრუნდა და კარგი თამაშითაც გამოირჩა.

გიორგიმ "დეპორტივოს" კარი მე-6 წუთზე აიღო და ანგარიში გახსნა. ჩვენებურმა საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი შეაგდო, თანაც მარჯვენა ფეხით, რომელიც მისი პლიუსი ნამდვილად არაა. პაპუნაშვილმა, რომელიც მოედანზე 72-ე წუთამდე იყო, მეორე საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.

ეს პირველი გოლია მიმდინარე სეზონში და შეიძლება ითქვას, რომ სულზე მოუსწრო, რადგან "სარაგოსას" ახალი მწვრთნელი ლა ლიგა 2-ის შეხვედრებში აქამდე დიდად არ სწყალობდა.

0.113371