საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები 13 და 16 სექტემბერს მეორე ეტაპის სადებიუტო მატჩებს გამართავს თელ ავივსა და თბილისში.
საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოდან "დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე, გაფართოვებული შემადგენლობით ემზადება. ილიას ზუროსმა თავდაპირველად 19 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგან მოახლოვებული მატჩებისთვის 12 მოთამაშე შეარჩია.
ეროვნული ნაკრები 12 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრება ისრაელში, სადაც 13-ში, თელ ავივის "ნოკია არენაზე“ ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. ისევე, როგორც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები მეორეშიც 6 მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან ისრაელის, ესტონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები, რომლებსაც ილიას ზუროსის გუნდი გასვლა-სახლის პრინციპით დაუპირისპირდება.
პირველი ეტაპის შემდეგ მოხდა ჯგუფების გაერთიანება. ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი სხვა ჯგუფის 3 საუკეთესოსთან გაერთიანდა. პირველი ეტაპზე დაგროვილი ქულები ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადმოჰყვა. შესაბამისად, აქამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტები არიან გერმანია და საბერძნეთი, რომლებსაც პირველი ეტაპიდან 6 გამარჯვება გადმოჰყვათ. საქართველოს 2 მოგება აქვს, ხოლო ჩვენს უახლოეს მეტოქე ისრაელს – 3.
ისრაელთან ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და 16 სექტემბერს, სპორტის სასახლეში, საბერძნეთს დაუპირისპირდება.
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაქსიმუმ აქაც ორი თამაში მოვიგოთ. თუმცა ეგეც სათუოა, აქ ავსტრიის მსგავსი ბულკები აღარ არიან.
ავტორ დაიმახსოვრე: დაანებე ამ საქმიანობას თავი.. შენ ხარ ჩვეულებრივი დურგალი. სათაური მაინც შეუცვალე თუ სტატიაში იმ 12 კალათბურთელის გვარების ჩასმა გამოგრჩა. ფუ..
მეც რამდენჯერმე გადავიკითხე სტატია, მეთქი მე გამომრჩათქო ეგ ადგილი, სადაც შემადგენლობა წერია. მერე მივხვდი, ავტორს გამორჩენია.
მოაწევიეთ მარიხუინა და იქნებ იმან მიცეს ახსნის რამე იდეა რატო არ გვქონდა გასახურებელი თამაშები.
ნაკრებს 1 საკონტროლო თამაში არ უთამაშია და ისრაელში ისე მიდის ეს უკვე სირცხვილია ტო
არ ვიცი რა ასე მოსამზადებელი თამაშების გარეშე რა გამოვა, თუმცა ისრაელმა ამ მოსამზადებელ თამაშებს გუნდი ლიდერი მიაყოლა.დდ
გასახურებელ მატჩებზე ეკონომია გავაკეთეთ?
ადრეც დაისვა ეგ შეკითხვა და ვითომ არაფერი, არავინ არ იძლევა განმარტებას, რატომ არ, ან რა მიზეზით არ მოხდა მოსამზადებელი თამაშების ჩატარება ოფიციალური მატჩების წინ?
წარმატებები ბიჭებს
ესტონეთს მოვუგებთ, აი სახლშI უნდა ვიყოჩაღოთ
შანსები გვაქ ძაან მცირე, ისრაელს 2-ვე თამაში მოუგოთ , ესტონეთსაც და + ბერძნები შინ მაინც.
რაც ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნის და ესეთი შედეგიც შეიძლება არ გვეყოს