ჭიდაობა

14:37 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყველაშვილი ფინალში იჭიდავებს

რუსეთში, სახა-იაკუტიის დედაქალაქ იაკუტსკში სტარტი აიღო დიმიტრი კორკინის სახელობის საერთაშორისო ტურნირმა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 79 კგ-ში მოასპარეზე გორელი ფალავანი ჯაბა ყველაშვილი ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ კახაბერ ხუბეჟტის დაეჭიდება.

გორის საჭიდაო სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი კონსტანტინე ხაბალაშვილი (70 კგ.) პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, მეოთხედფინალში რუსების ოლიმპიურ ჩემპიონ სოსლან რამონოვს დაეჭიდა და პირველ პერიოდში დაამარცხა კიდეც (5:3), თუმცა საბოლოოდ 5:12 წააგო.
თავის მხრივ, რამონოვმა ნახევარფინალური შეხვედრა მასპიძლების ფალავან ევგენი ჟერბაევთან დათმო და ჩვენებური მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ფინალური შეხვედრები ხვალ, 8 სექტემბერს, თბილისის დროით დილის 09:00 საათიდან დაიწყება.

ფინალური წყვილები:
61 კგ.
ტუმენბილეგ ტუვშინტულგა (მონღოლეთი) – ახმედნაბი გვარზატილოვი (აზერბაიჯანი)

70 კგ.
ევგენი ჟერბაევი (რუსეთი) – ბატ-ერდენ ბამბადორჟი (მონღოლეთი)

79 კგ.
კახაბერ ხუბეჟტი (რუსეთი) – ჯაბა ყველაშვილი (საქართველო)

92 კგ.
ანზორ ურიშევი (რუსეთი) – არტურ ნაიფონოვი (რუსეთი)

125 კგ.
ნაცუგსურენ ზოლბო (მონღოლეთი) – კომეილ გასემი (ირანი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119004