ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იტალიური ფეხბურთის ორმა ყოფილმა ფიგურამ - სილვიო ბერლუსკონიმ და მისმა მუდმივმა მომყოლმა ადრიანო გალიანიმ, სერია “ც“-ს კლუბი “მონცა“ შეიძინეს და იქადნებიან, აგერ ნახეთ ამ კლუბს ისე ავაყვავებთ, ჩვენი აწყობილი გუნდი “მილანი“ მონაგონი იქნებაო.
სანამ ბერლუსკონი და გალიანი მომავლის იმედებს ელაციცებიან, დონ სილვიოს ქარაფშუტა ასულმა, “მილანის“ ყოფილმა მმართველმა, ბარბარა ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ძალიან მოენატრა საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობა და ერთი სული აქვს მამიკო როდის დაავალებს მისთვის ესოდენ საყვარელ საქმეებს.
ბარბარამ მილანური გიგანტის ხელმძღვანელობის დროს საზოგადოებასა და ქომაგებს თავი მხოლოდ ფეხბურთელებთან მისი გამუდმებული რომანებით და საწოლის ჭრიალით დაამახსოვრა. თუ ამ ყველაფერს ეს ქალი “კლუბის მართვას“ ეძახის, მაშინ გლდანელი როენა უეფას პრეზიდენტად უნდა აირჩიონ.