ევროპაში ხორცის ჭამის უარმყოფელთა, ანუ ვეგეტარიანელთა რიცხვი ყოველწიურად იზრდება და ამ დიდ მოძრაობას სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ადამიანები უერთდებიან. რეალობას და ტენდენციებს არც ავსტრიელი მოდელი, ანა ჰუბერი ჩამორჩა, რომელმაც ოფიციალურად დაგმო ხორცისმჭამლობა და აღიარა ბოსტნეული.
ცნობილი მოდელი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დიდი და ხარგრძლივი ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვა დასჭირდა, რადგან მისთვის ადვილი არ ყოფილა ხორცის დაგმობა. მისი ოჯახი თურმე მეძეხვეობით არის მთელს ავსტრიაში განთქმული და მამამისს კაი კოხტა ძეხვის ფაბრიკა დღესაც უმუშავებს.
ანა ჰუბერი ავსტრიის დედაქალაქ ვენის გარეუბანში დაიბადა დაგაიზარდა და სწორედ ამიტომაც, ვენის არცთუ მრავლისშემძლე კლუბის, “აუსტრიას“ დიდი ქომაგიცაა. ვენელ ფეხბურთელებს ანა ჰუბერი საქომაგოდ სხვა ქვეყანაშიც კი გაჰყოლია და ეს ყველაფერი მოდელს ნამეტნავად ეამაყება. სიყვარული კი ისეთი რამაა, მოგეხსენებათ ძეხვის უარყოფის შემდეგაც გრძელდება.