ფრანგულმა “მონაკომ” ლევერკუზენის “ბაიერის” მარჯვენა მცველი ბენჟამინ ჰენრიხსი გაიფორმა. როგორც მონეგასკთა ვებგვერდი იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა:
“ვამაყობ, რომ “მონაკოში” გადავედი, რომელიც წლების განმავლობაში ევროპაში გამორჩეული იყო. ვეცდები, რაც შეიძლება სწრაფად გავიარო ადაპტაცია და გუნდს დავეხმარო”, - განაცხადა ჰენრიხსმა.
გერმანელი ფეხბურთელი “ლევერკუზენის” აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა. მას შემდეგ კი 76 მატჩში 5 საგოლე პასი მიითვალა.