„მანჩესტერ იუნატედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პოსტს ინარჩუნებს. როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს, „განსაკუთრებულს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ ნდობა აღუთქვა და ამ ეტაპზე მის გათავისფულებას არ გეგმავს.
„მანჩესტერმა“ მიმდინარე სეზონი მეტად წარუმატებლად დაიწყო და პრემიერლიგაში ზედიზედ ორი მარცხი განიცადა.
„ტოტენჰემთან“ „ოლდ ტრაფორდზე“ 0:3 დამარცხების შემდეგ დაირხა ხმები პორტუგალიელის სამსახურიდან გაშვების შესახებ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.