ფეხბურთი

23:18 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "საბურთალომ" "რუსთავი" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2:0 დაამარცხა. თბილისელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. "საბურთალოს" მხრიდან თავი გაგი მარგველაშვილმა (22წ) და დავით ვოლკოვმა (75წ) გამოიჩინეს.

22 შეხვედრიდან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მე-17 გამარჯვება მოიპოვა და ჯამში 53 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. "საბურთალო" რვა ქულით უსწრებს მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს". რუსთაველები კი 22 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან.

"საბურთალო" მომდევნო მატჩს შინ, 31 აგვისტოს "ლოკომოტივთან" გამართავს, რომელმაც დღეს "ჩიხურა" 3:2 დაამარცხა. "რუსთავი" კი ბოლნისის "სიონს" 2 სექტემბერს დაუპირისპირდება.

0.273277