ბელგიის იუპერ ლიგის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა. 18 წლის ჩვენებურის გარჯა გამოცემა voetbalkrant.com-მა გამოარჩია.
ხსენებული წყარო წერს, რომ ნიჭიერმა ქართველმა ჩინებული მატჩი ჩაატარა და მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
შეგახსენებთ, რომ “გენტმა” მეოთხე ტურში “ეუპენი” სტუმრად 3:2 დაამარცხა. ჩაკვეტაძეს კი, რომელმაც 74 წუთი ითამაშა, არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია.