ფეხბურთი

22:40 | 19.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძის დებიუტი პორტუგალიაში და ბოლო წუთზე გაცუდებული პენალტი (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს სასურველი დებიუტი იყო. არაბიძის “ნასიონალი” საკუთარ მოედანზე “მორეირენსესთან” 1:2 დამარცხდა, ხოლო ჩვენებური მატჩის ანტიგმირი გახდა.

გიორგი არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში. 71-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ჩვენებური აქტიურობდა, შეტევაც გაამწვავა და ერთხელ თანაგუნდელი კარგი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა. თუმცა, მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ბურთთან არაბიძე მივიდა. სამწუხაროდ, ჩვენებურმა გათანაბრება ვერ შეძლო, ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.

“ნასიონალს” ორი ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

იქვე, პორტუგალიაში, გიორგი მაკარიძის “რიუ ავემ” “მარიტიმუ” 3:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, ჩვენებური მეკარე ტრავმირებულია და შესაბამისად, უკვე ზედიზედ მეორე ტურია განაცხადშიც ვერ ხვდება. “რიუ ავეს” კი სამი ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129773