იამაიკელმა ფეხბურთელმა ლეონ ბეილიმ "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "ბაიერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ახალგაზრდა იამაიკელი გერმანულმა კლუბმა 2017 წლის იანვარში "გენკიდან" 13.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ სეზონში შემტევმა 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სათამაშო წელს ბეილის სატრანსფერო ღირებულება 11-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა.