ფეხბურთი

14:07 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას და მოურინიოს ისევ კონფლიქტი აქვთ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის ისევ კონფლიქტია. The Sun-ის ინფორმაციით, “ლესტერთან” (2:1) მატჩის შემდეგ, მხარეებს შორის შელაპარაკება მოხდა.

მოურინიომ პოგბას მოუწოდა, რომ მასთან ისაუბროს და არა მედიასთან, ხოლო ფრანგმა პორტუგალიელთან კონტაქტი საერთოდ გაწყვიტა. მას მხოლოდ აგენტის, მინო რაიოლას მეშვეობით ესაუბრება.

ახლა კი, ისევ წინა პლანზე წამოვიდა ხმები იმის შესახებ, რომ პოლი “ოლდ ტრაფორდს” დატოვებს. ყველაზე მეტად კი ორ გუნდს უკავშირებენ, “იუვენტუსსა” და “ბარსელონას”. თუმცა, კატალონელთა შანსი უფრო დიდია, რადგან ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, ხოლო იტალიაში ხვალ, 17 აგვისტოს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის პირველ ტურში პოგბა “მანჩესტერს კაპიტნობდა და გოლის გატანაც მოახერხა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.

0.115552