საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარის" რიგებში მეორე გოლი გაიტანა. დონეცკელები უკრაინის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პოლტავის "ვორსკლას" დაუპირისპირდნენ და 4:1 დაამარცხეს, ქართველმა უკანახაზელმა კი ალან პატრიკის გადაცემის შემდეგ 62-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახადა.
ხოჭოლავა "შახტარში" გასული წლის ზაფხულში "ჩერნომორეციდან" გადავიდა და პირველად ამ გუნდის მაისურით თავი "ვერეს რივნესთან" მატჩში გამოიჩინა. სულ დავითს დონეცკელთა რიგებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული.
"ვორსკლას" რიგებში კი ალექსანდრ კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო პოლტაველთა კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე ანდრო გიორგაძე 79-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.