ასტანას ტურნირის მოგების შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე დამაჯერებელ თამაშს განაგრძობს და ჰეხინგენის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 26 წლის სპორტსმენმა მეოთხედფინალში გერმანელი კატარინა ჰობგარსკი 6:2, 2:6, 6:2 დაამარცხა. ეკატერინემ ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო.
აღნიშნულ მატჩამდე გორგოძემ ჯულია გატო-მონტიკონე და ანა გაბრიჩი დაამარცხა. ეკატერინე ტურნირზე მეექვსე ნომრადაა განთესილი. ჰოგბარსკის დამარცხებით კი გორგოძე ლაივ-რეიტინგში 185-ე ადგილამდე დაწინაურდა.
ნახევარფინალში ქართველის მეტოქე ანა ზაია იქნება. ჯერჯერობით აღნიშნული შეხვედრის დაწყების დრო უცნობია.