დანიური “ესბიერგის” ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი ლაშა პარუნაშვილი დასახელდა. ამის შესახებ სკნადინავიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
“ლაშა პარუნაშვილი “ესბიერგის” ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელია. ვულოცავთ ჩვენს შრომისმოყვარე ნახევარმცველს!”, - ნათქვამია განცხადებაში.
გასულ თვეში 25 წლის ჩვენებურმა “ესბიერგის” მაისური სამჯერ მოირგო და მოქმედ ჩემპიონ “მიდტიულანდთან” ულამაზესი გოლიც გაიტანა.