ინგლისური “ლივერპულის” მეკარე ლორის კარიუსი სამშობლოში ბრუნდება. The Mirror-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელს ლევერკუზენის “ბაიერი” იწვევს და შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა.
კარიუსს გერმანიაში უახლოეს დღეებში ელოდებიან. ტრანსფერი სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. აღსანიშნავია, რომ “ლევერკუზენი” მიმდინარე ზაფხულს ბერნდ ლენომ დატოვა და კარიუსიც მის შემცვლელად განიხილება.
25 წლის ლორის კარიუსი ბუნდესლიგაში ბოლოს 2016 წელს, “აუგსბურგის” რიგებში თამაშობდა. “ლივერპულში” კი ალისონის მოსვლისა შემდეგ მისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი აღარ მოიძებნება.