ფეხბურთი

1:06 | 2.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

საგა დასრულდა: ბონუჩი "იუვენტუსში", იგუაინი და კალდარა - "მილანში"

ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსში” დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ იტალიური მედია დარწმუნებით იტყობინება, რომ ყველაფერი გადაწყდა.

31 წლის ფეხბურთელი “ბებერ ქალბატონს” ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. სანაცვლოდ “მილანში” ითამაშებს 24 წლის მცველი მატია კალდარა, რომელიც “იუვენტუსს” მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა, თუმცა მისი ტურინული კარიერა ძალზე ხანმოკლე გამოდგა. კალდარამ “იუვენტუსის” ამერიკული შეკრება უკვე დატოვა.

გარდა ამისა, “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი “მილანის” ფეხბურთელი გახდება. “პიპიტა” კალდარასთან ერთად სამედიცინო შემოწმებას დილით გაივლის. არგენტინელი “სან სიროზე” დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, რომელიც “როსონერის” 18 მილიონი ევრო დაუჯდა. ერთი წლის თავზე კი, მისი გამოსყიდვა 36 მილიონად შეეძლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103068