“მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლოა ჟოზე მოურინიო ზინედინ ზიდანმა შეცვალოს. The Sun-ის ცნობით, “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობასთან პორტუგალიელ სპეციალისტის არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს და დიდი შანსია, რომ პირველივე ფეხის დაცდენაზე პოსტის დატოვება მოუწიოს.
ამ შემთხვევაში კი “ოლდ ტრაფორდზე” ზიდანის მისვლას ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ ფრანგი სპეციალისტი ამჟამად უმუშევარია.
მოურინიო “იუნაიტედს” 2016 წლიდან ავარჯიშებს და ევროპა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგო. “განსკაუთრებულს” კონტრაქტი გუნდთან 2019 წლამდე აკავშირებს.
ზინედინ ზიდანი კი მადრიდის “რეალში” 2016-2018 წლებში მუშაობდა ზედიზედ სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.