ფეხბურთი

19:35 | 30.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" კალდარადან კაიოზე გადაერთო

იტალიური “მილანი” როდრიგო კაიოს კანდიდატურას განიხილავს. “როსონერიმ” სან-პაულუს” მცველს თვალის მას შემდეგ დაადგა, რაც “იუვენტუსიდან” მატია კალდარას ტრანსფერი ჩიხში შევიდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ლეონარდო ბონუჩის “ბებერ ქალბატონში” დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება, “შავ-წითლებს” ცენტრალური მცველის დამატება აუცილებლად სჭირდებათ.

24 წლის ბრაზილიელის საკლუბო კარიერა მხოლოდ ერთ გუნდს ითვლის, რომლის შემადგენლობაშიც 2005 წლიდან მოყოლებული 268 თამაში ჩაატარა და 13 გოლის გატანაც მოახერხა. რაც შეეხება ნაკრებს – 2012 წლიდან ასაკორივ გუნდებში თამაშობდა. 2016 წელს კი “სელესაოს” მთავარ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და 4 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109061