საჩხერის “ჩიხურას” ნახევარმცველმა ირაკლი ბუღრიძემ “მარიბორთან” (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა მთავარი მიზანი შეასრულა და კარი მშრალად შეინახა. ახლა კი საპასუხო შეხვედრაში ეცდებიან, რომ შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვონ.
“თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ წყვილში “მარიბორი” ფავორიტი იყო და ვფიქრობდით, რომ ბურთის ფლობა მათ ექნებოდათ, თუმცა დაგვითმეს ბურთი და მოედანი.
მომენტები მათაც ჰქონდათ, მაგრამ გადავრჩით და კარი მშრალად შევინახეთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენც არაერთი კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. პირადად მე ორი ასპროცენტიანი მომენტი გავაფუჭე, რის გამოც ვწუხვარ. იქაც იგივე გუნდი დაგვხვდება, ბევრად განსხვავებული არა, მაგრამ რთული თამაში გველოდება. შანსი არის, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.
ორივე გუნდს გვქონდა მომენტები, მაგრამ 1:1-ით დამთავრებას კვლავ უგოლო ფრე სჯობდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვა იყო”, – გვითხრა ბუღრიძემ.
“მარიბორსა” და “ჩიხურას” შორის საპასუხო შეხვედრა 2 აგვისტოს, სლოვენიაში გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Sheidzleba bevri ar dametanxmot magram mjeravs ro gava chixura 1-1 mgonia
ბოდიში მოგეხადა, უკეთესი იქნებოდა
იქ შეძლებთ გოლის გატანას
სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ არ მეგონა მარიბორს თუ გაუწევდნენ წინააღმდეგობას მიდით განმეორებით მატჩში უფრო მეტი კონცენტრაცია და ვინ იცის რა ხდება მარიბორის გამოგდება ეს უკვე სერიოზული განაცხადია
ძალიან კარგად იყენებ იმ მონაცემებს რაც გაქვს და ამით გამოირჩევი დანარჩენებისგან. მაგრამ, ძალიან გთხოვ გააგრძელო მუშაობა საკუთარ თავთან და მხოლოდ იმის იმედზე არ დარჩა რაც უკვე გაქვს, დარჩი ვარჯიშების მერე და სხვა კომპონენტებზე იმუშავე. შორი მანძილიდან დარტყმა, ფლანგიდან ჩაწოდება და ასე შემდეგ.
არ ვიცი კითხულობთ თუ არა ინტერნეტ სტატიებს და მომხმარებელთა კომენტარებს, მაგრამ მინდა იცოდე, რომ სულით და გულით გთხოვ ზემოთ თქმულს. თუმცა ალბათ ისედაც იცი ჩვენზე უკეთ ეს ყველაფერი.
წარმატებები
კარგი ბიჭები ხართ. შრომით ბევრს მიაღწევთ. წარმატებები და თქვენი იმედი გვაქვს.