ფეხბურთი

22:50 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავამ სეზონი გამარჯვებით და 90 წუთით დაიწყო

დღეს, სტარტი აიღო უკრაინის პრემიერლიგის 2018-2019 წლების სეზონის გათამაშებამ. პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა ჩემპიონმა “შახტარმა”, რომელმაც გასვლაზე “დესნა” დაამარცხა – 2:0.

დონბასელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დაცვის ცენტრში დავით ხოჭოლავამ. მასპინძელთა რიგებში კი ლუკა კობერიძე 72-ე წუთამდე იყო მოედანზე და პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

დღესვე, კიევის “დინამომ” “ვორსკლა” 1:0 დაამარცხა. პოლტაველთა შემადგენლობაში 71 წუთი ითამაშა სანდრო კობახიძემ, რომელმაც მანამდე გაფრთხილება მიიღო.

0.142205