ფეხბურთი

21:46 | 23.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კარპატიმ" ნიკა სანდოხაძე გაანათხოვრა

ლვოვის “კარპატის” ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე კარიერას ლატვიის ჩემპიონატის ბინადარ “რიგასში” გააგრძელებს. როგორც “კარპატის” ვებგვერდი იტყობინება, ქართველი ფეხბურთელი ლატვიელებს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება.

“რიგასი” ლატვიის ჩემპიონატის ლიდერია და სანდოხაძეს სამი თანამემამულე დახვდება, რადგან ამ გუნდში ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი სიხარულიძე და ბექა ვაჩიბერაძე თამაშობენ.

24 წლის სანდოხაძე “კარპატიში” 2017 წელს გადავიდა, თუმცა უკრაინის პრემიერლიგაში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.

0.132247