ფეხბურთი

21:20 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" იგუაინის ტრანსფერზე ამუშავდა

ლონდონის "ჩელსის" არგენტინის ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" თავდამსხმელის გონსალო იგუაინის დამატება სურს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

"იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ 105 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა და უეფას ფინანსური ფეირ პლეის წესების დაცვის გამო რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს. ასევე ცნობილია, რომ "არისტოკრატების" ახალ თავკაცს მაურიციო სარის, რომელიც იგუაინთან ერთად "ნაპოლიში" მუშაოდა, სამხრეთამერიკელის დამატებით გუნდის გაძლიერება უნდა.

იგუაინი "იუვენტუსში" "ნაპოლიდან" 2016 წელს გადავიდა. გასულ ორ სეზონში არგენტინელმა 105 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. გონსალოს სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109783