ფერნანდო იერომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. იერო აღნიშნულ პოსტზე მეორედ გასული წლის ნოემბერში დაინიშნა, პირველად კი 2007-11 წლებში მოღვაწეობდა და ამ პერიოდში ესპანეთმა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
ფერნანდოს შანსი ჰქონდა "ფურია როხა" გაეწვრთნა. ხულენ ლოპეტეგის "რეალთან" შეთანხმების შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლოპეტეგი დაითხოვა და დროებით თავკაცად იერო დანიშნა. ფერნანდოს გუნდი მერვედფინალში რუსეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა.