საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა (1998
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ტურნირის საწყის მატჩში სომეხ თანატოლებს 1:0 სძლიეს, შემდეგ კი კვიპროსთან შეხვედრა 2:2 დაასრულეს, თუმცა კი, პენალტებში მეტოქე 4:2 დაამარცხეს.
Development Cup-ის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები მასპინძელ მაკედონიას დაუპირისპირდა და ირაკლი ბუღრიძის და ნიკა კვანტალიანის გოლების წყალობით, მოწინააღმდეგეს ბოლო წუთამდე ამარცხებდა, თუმცა, საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების დრამატულ სერიაში კი მაკედონიამ 9:8 იმარჯვა და საქართველოს ნაკრებს პირველობა დააკარგვინა.
საბოლოოდ, ტურნირის ჩემპიონი კვიპროსის 17-წლამდელთა ნაკრები გახდა, რომელმაც უკანასკნელ მატჩში სომხეთი 4:1 გაანადგურა და 7 ქულა მოაგროვა, 6 ქულით მეორეზე საქართველო გავიდა, მე-3 მაკედონია იყო, ბოლო კი – სომხეთი.
რომ არ დაიბნეთ, აქვე ავხსნათ. Development Cup-ის რეგლამენტის თანახმად, თამაშის გამარჯვებული ტრადიციულად 3 ქულას იღებდა, პენალტების სერიაში მოგებულ გუნდს 2 ქულა ერიცხებოდა, წაგებულს კი – 1.