ფეხბურთი

20:54 | 4.10.2013 | ნანახია 2140 - ჯერ

17-წლამდელთა ფრე ზესტაფონში

დღეს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდმა კლუბის ბაზაზე ნოდარ აკობიას დამოძღვრილ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა, რომელიც უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებისათვის ემზადება.

საინტერესოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში (მატჩი ორი 40-წუთიანი ტაიმისაგან შედგებოდა) 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებას სხვა ფეხბურთელებთან ერთად ”ზესტაფონის” ორი წარმომადგენელიც იცავდა. ბექა მიქელთაძე და ნიკა ლაშხია ნაკრებში არიან გამოძახებულნი და აკობიას გადაწყვეტილებით, გასულ მატჩში ორივე სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა ანგარიშის გახსნასთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ. 25-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა გიორგი მაკარიძეს მიეცა, თუმცა მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ნაკრების მეკარე ოთარ გოშაძემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 46-ე წუთზე ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების სწრაფი იერიში, რომელიც შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ზუსტი დარტყმით ირაკლი ბიძინაშვილმა დააგვირგვინა.

76-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს – მარგველთა მრავალსვლიანი შეტევა საბა იონანიძის აუღებელი დარტყმით დასრულდა. საბოლოოდ, მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა – 1:1.

გასულ შეხვედრაში გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს.

“ზესტაფონი-2”: გიორგაძე (მახათაძე, 57), კუპრაშვილი (ასათიანი, 73), გიორგაძე (მოსიძე, 53), ნაცვლიშვილი (იონანიძე, 71), ახალაძე (ჩიტორელიძე, 60), გოგია (კვანტალიანი, 48), შალამბერიძე (ბეროშვილი, 53), მაკარიძე (ომარ გრიგალაშვილი, 60), კვარაცხელია (ჩუბინიძე, 50), რეკრუკი (ჭეიშვილი, 57), ეგუტიძე (ვაჭარაძე, 60).

17-წლამდელთა ნაკრები: გოშაძე (ბენდიანაშვილი, 41), ართმელაძე, კაციტაძე, ჩომახიძე, გაფრინდაშვილი (გოგიაშვილი, 41), მამუჩიშვილი (კიკნაძე, 41), კომახიძე (ქობულაძე, 41), ჯობავა (კამლაძე, 41), ლაშხია (წივილაშვილი, 41), ცინცქილაძე (ბიძინაშვილი, 41), მიქელთაძე (ნემსაძე, 41).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:08 | 05.10.2013
dattt (561)

გრიგალაშვილები ქართული ფეხბურთის სტაროსტინები არიან

10:18 | 05.10.2013
dato.nanava (2529)

კაჭარავა რეკრუკზე დიდ იმედებს ამყარებდა მარა აგერ კი ხედავთ სადაა

22:29 | 04.10.2013
night (3696)

გრიგალაშვილების ერაა 2 ნაკრებში 3 ზესტაში

11:48 | 05.10.2013
vasilich (1440)

მაგრად გამოუცვნია, რას ერჩი

21:09 | 04.10.2013
mst (1810)

აკობია სუსტია მაგრამ მეტოქეები უსუსტესი გვყავს ფარერები და სან მარინო

21:05 | 04.10.2013
levani82 (41682)

ეს გრიგალაშვილი მერამდენეა?

22:00 | 04.10.2013
janorhus (621)

მესამე

10:17 | 05.10.2013
dato.nanava (2529)

;დ

21:03 | 04.10.2013
soselia (747)

წარმატებები ჩვენ 17 წლამდელებს თუმცა აკობია ძალიან სუსტი მწვრთნელია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064041
სარეკლამო ადგილი - 99
X x X