საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, ყაზახ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი 1:2 წააგო.
თამაში თბილისში საფეხბურთო სკოლა საბურთალოს სტადიონ “ბენდელაზე” გაიმართა და ყაზახებმა პირველ მატჩში მარცხისთვის რევანში აიღეს.
პირველი სპარინგი კი, ამავე სტადიონზე აკობიას შეგირდებმა 13 თებერვალს 1:0 მოიგეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჭაბუკები ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდნენ.
ქართველი 17-წლამდელები მიმდინარე წლის 26-31 მარტს ელიტ რაუნდში ითამაშებენ. მათი მეტოქე მასპინძელი სერბებიშ გარდა, გერმანელი და ირლანდიელი თანატოლები იქნებიან.