ფეხბურთი

19:40 | 25.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა მინსკში მე-5 ადგილი დაიკავეს

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობიაა, მინსკის საერთაშორისო ტურნირ Development Cup-ზე მე-5 ადგილი დაიკავა.

ქართველმა 17 წლამდელებმა ფინელი თანატოლები 2:0 დაამარცხეს. ანგარიში მე-3 წუთზე ბექა მიქელთაძემ გახსნა, ხოლო 57-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გიორგი კიკნაძემ დააფიქსირა. მატჩის 78-ე წუთზე ქობულაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

საქართველო: გოშაძე, კაპანაძე, კაციტაძე, ნადარაია, კომახიძე (კ) (ლაშხია, 41), მამუჩაშვილი, გოშთელიანი (ჯობავა, 41), მიქელთაძე, ქობულაძე, ართმელაძე (კიკნაძე, 41), კევლიშვილი. 

 

0.126834