ფეხბურთი

19:53 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა დანიასთან ამხანაგურებისთვის მზადება დაიწყეს

საქართველოს 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, დანიელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდი სასტუმრო “ბატესტაში” დაბინავდა და კარლო მჭედლიძის სახელობის აკადემიაში ივარჯიშებს. ტყებუჩავამ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი, ლუკა სანიკიძე (ორივე „საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი).

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ნიკა ლოჩოშვილი, თორნიკე ჭურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ირაკლი ბუღაძე, ომარ ბულუხაძე (ორივე „საბურთალო“).

ნახევარმცველები: ვატო არველაძე (35-ე სკოლა), ლუკა ფოჩხუა, ლუკა ჯამარაული, აკაკი ყურაშვილი (ყველა „დინამო“ თბილისი), გაგა კუხიანიძე („საბურთალო“).

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე, ლაშა ლეჟავა (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი), ერეკლე მალაზონია („მერცხალი“, ოზურგეთი).

მატჩების 26 და 28 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112505