ფეხბურთი

15:07 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელების ელიტ რაუნდი: გერმანია, სერბეთი, ირლანდია

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობიაა, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში, მე-5 ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ირლანდიასთან ერთად მოხვდა.

კენჭისყრა ხუთშაბათს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდა. ელიტ რაუნდის მატჩები მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება. მე-5 ჯგუფს სერბეთი უმასპინძლებს და თამაშები 26, 28 და 31 მარტს ჩატარდება. ელიტ რაუნდიდან ფინალურ ეტაპზე, რომელიც მალტაში 9-21 მაისს გაიმართება, ჯგუფიდან ერთი გუნდი გადის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117808