საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობიაა, თებერვალში თბილისში ორ ამხნაგურ მატჩს ჩაატარებს.
საქართველოს ყაზახეთის ნაკრები ეწვევა, რომელიც 1996 წელს დაბადებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და აკობიას შეგირდებს დაუპირისპირდება.
მატჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” 13 და 15 თებერვალს ჩატარდება.