ფეხბურთი

17:01 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები “საბურთალოს” დაუზავდნენ

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობიაა, “ბენდელაზე” ამხანაგური თამაში პირველი ლიგის “საბურთალოსთან” ჩაატარა, რომელიც 3:3 დასრულდა.

“საბურთალო”: კუპატაძე, ბარამიძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, გოშთელიანი, წივილაშვილი, გოცირიძე, ლარკი.

შეცვლაზე შევიდნენ: გოშაძე, ბეროშვილი, ჩომახიძე, ბიძინაშვილი, გვარაძე, ჩაბრაძე, ხორხელი

17-წლამდელთა ნაკრები: კულუა, კაპანაძე, კაციტაძე, კომახიძე, კევლიშვილი, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა, ლაშხია, ქობულაძე, კამლაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქურდაძე, ართმელაძე, ალთუნაშვილი, ლებანიძე

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (13), 1:1 მიქელთაძე (25), 1:2 ჯობავა (45 პენ), 2:2 მამუჩაშვილი (55), 2:3 ალთუნაშვილი (61), 3:3 ხორხელი (78).

17-წლამდელები შეკრებას ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” გადიან. აკობიას შეგირდები 17 იანვარს მინსკში გაემგზავრებიან, სადაც ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირში ითამაშებენ.

0.118877