ფეხბურთი

21:50 | 16.10.2013 | ნანახია 3922 - ჯერ

17-წლამდელები: როცა ფავორიტებზე არავინ საუბრობს

 

როგორც იცით, 17 ოქტომბერს, საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური მატჩები დაეწყება. მე-11 ჯგუფში, ნოდარ აკობიას გუნდის მეტოქეები ჰოლანდია, ფარერები და სან მარინო იქნებიან. ოთხივე გუნდის მწვრთნელმა სასტუმრო Holiday inn-ში პრესკონფერენცია გამართა.

მარტენ სტეკელენბურგმა (ჰოლანდია), აკი იოჰანსენმა (ფარერები) და მირკო პაპინიმ (სან მარინო) აღნიშნეს, რომ ორგანიზება კარგია, მშვენიერ პირობებეში არიან და პრობლემა არ შექმნიათ.

ირაკლი ნაკაიძე (ტურნირის დირექტორი): “ტურნირისთვის მზადება დასრულებულია. მართალია, ახალგაზრდებს შორისაა მატჩები, მაგრამ უეფასგან ბევრი მოთხოვნაა და ეს შესრულებულია. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ სტადიონზე იარონ. დასწრება უფასოა”.

აკი იოჰანსონი: “სამი დღეა, რაც აქ ვართ. პატარა ქვეყანას წარმოვადგენთ, ამდენად ჩვენთვის ყველა ჯგუფი ძლიერი იქნებოდა, რომელიც არ უნდა შეგვხვედროდა. ბედნიერი ვიქნები, თუ ორ საუკეთესოს შორის მოვხვდებით”.

მირკო პაპინი: “გამთენიისას ჩამოვედით და დღეს ერთი ვარჯიში გვქონდა. რეალურად რომ შევხედოთ, ჰოლანდია და საქართველო ჩვენზე ძლიერები არიან”.

მარტენ სტეკელენბურგი: - იოლ მატჩებს არ ველი, თუმცა ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ელიტ-რაუნდში გასვლაა.

- “აიაქსის” სკოლა მსოფლიოში განთქმულია და ამ ნაკრებშიც, საუკეთესო ჰოლანდიელი ჭაბუკები “აიაქსიდან” არიან?

- ასე ვერ გეტყვით, რადგან ამ ნაკრებში 5 ფეხბურთელია “აიაქსიდან”, 5 “ფეიენოორდიდან”. სხვა გუნდებიდანაც არიან, მაგალითად, ერთი “ვიტესიდანაცაა”. თუმცა, “აიაქსი” და “ფეიენოორდი” ამ მხრივ გამოირჩევიან.

ნოდარ აკობია: - მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ტურნირს ვმასპინძლობთ და სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული. ჩვენ ზუგდიდში გავიარეთ ორკვირიანი შეკრება, მაქსიმალურად მოვემზადეთ და მიზანი ნათელია: ელიტ-რაუნდში უნდა გავიდეთ. სან მარინოსა და ფარერების ნაკრებებს არ ვიცნობ, ჰოლანდიაში კი ვყოფილვართ და ვიცით იქაური ასაკობრივი ნაკრებების ძალა.

- 1996 წელს დაბადებულები წლეულს ელიტ-რაუნდში იყვნენ და ცოტა დააკლდათ ფინალურ ეტაპამდე. თუ შეგიძლიათ, რომ იმ გუნდს შეადაროთ თქვენი ნაკრები? რამდენად ნიჭიერი ჭაბუკები არიან?

- ამაზე რამდენიმე დღეში გაგცემთ პასუხს. დაველოდოთ თამაშებს.

- დანაკლისი ხომ არაა?

- არა. ჩვენ უცხოეთში მოთამაშე ჭაბუკები გვყავს. გერმანიაში თამაშობს კიდევ ამ ასაკის რამდენიმე ქართველი, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ესწრებოდა მათი საქმეში ნახვა.

 

აქვე, ჯგუფის კალენდარზე:

17 ოქტომბერი

14:00. “დინამო არენა”. ჰოლანდია-ფარერები

16:00. “მიხეილ მესხი”. საქართველო-სან მარინო

19 ოქტომბერი

14:00. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე. სან მარინო-ჰოლანდია

16:00. “მიხეილ მესხი”. საქართველო-ფარერები

22 ოქტომბერი

14:30. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”. სან მარინო-ფარერები

14:30. “მიხეილ მესხი”. ჰოლანდია-საქართველო

 

ქართველთა შემადგენლობა:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: ნიკოლოზ კევლიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ვასილ კაციტაძე („დინამო“ თბილისი), რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია (ორივე „საბურთალო“), გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა)

ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე („შუქურა“, ქობულეთი), ნიკა ქორიძე („რეჯანა“, იტალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე „საბურთალო“), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე („დილა 2“, გორი), გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), საბა ცინცქილაძე („შუქურა“, ქობულეთი)


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:21 | 19.10.2013
guliti (13)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

23:12 | 17.10.2013
შუქურა_Arsenal_Brazil (23)

შერი და კომა მიდით ქობულეთი ასახელეთ!!!! შუქურა!!

16:42 | 17.10.2013
LU 001 KA (1043)

3-0 კაია))მეორე ტაიმშიც სამი და ეგაა))მერე ფარერებსაც ერთი 5-0 უნდა მოვუგოთ და ჰოლანდიასთან ფრე 0-0 კაი იქნება

16:07 | 17.10.2013
dinamo_tiflis (3394)

ეგ ერთი საღოლ!

16:05 | 17.10.2013
dinamo_tiflis (3394)

უნდა გავხიოთ სანმარინო, ჰოლანდიამ 4-0 მოიგო!

12:20 | 17.10.2013
Kala94 (6114)

წარმატებები ბიჭებო !!!

10:06 | 17.10.2013
arlekino (1003)

მეორე არხზეა პირდაპირი ტრანსლიაცია

10:14 | 17.10.2013
georgia74 (507)

გაიხარე

09:52 | 17.10.2013
georgia74 (507)

სადმე აჩვენებენ?

09:47 | 17.10.2013
dinamo_tiflis (3394)

უეჭველი გავალთ!!! მიდით ლომებო

09:33 | 17.10.2013
braziliano84 (1301)

აბა წარმატებები ბიჭებს,ელიტრაუნდში უეჭველი უნდა გავიდეთ...

09:25 | 17.10.2013
levichcr7 (264)

კარგია რომ გორშიცაა თამაშები.უფრო კარგი იქნება სტადიონის წინა მხარეც რომ აშენდეს. მადლობელი იქნება მთელი გორი.

09:18 | 17.10.2013
BEERTRANCE (97819)

სამუშაო დღეს 16:00 საატზე რო დანიშნენ როგორ უნდა მოვახერხო მისვლა?

18:00-ზე რო ყოფილიყო, მოვახერხებდი ცოტა ადრე გათავისუფლებას.

00:38 | 17.10.2013
apokalifsis (498)

მოიცა.. ეს "ის" სტეკლენბურგია? მეკარე და რამე..

09:50 | 17.10.2013
jokua (3910)

არა,ეს სხვაა

23:27 | 16.10.2013
batoniufrosi (109)

აბა თქვენ იცით ლომებო!

23:25 | 16.10.2013
mebo-coted'ivoire (954)

ქართველი მარცხენა ფლანგელი შვედეთის 17-წლამდე ნაკრებში!
0?'>http://svenskfotboll.se/landslag/p97/arkiv/landslag/2013/09/tre-debutanter-fran-start-mot-rumanien/':'>http://svenskfotboll.se/landslag/p97/arkiv/landslag/2013/09/tre-debutanter-fran-start-mot-rumanien/'))

23:12 | 17.10.2013
შუქურა_Arsenal_Brazil (23)

მაგიტომაა რომ ვართ ასეთ მაღალ დონეზე... :@:@

23:18 | 16.10.2013
elbera1 (1358)

ჩვენ გადავედით სალერის ფორმაზეეეეეეეე?

23:02 | 16.10.2013
brma2 (1)

წარმატებები ჩვენ ბიჭებს

22:15 | 16.10.2013
komentatori (2299)

გერმანიაში ვინ თამაშობს? ორი ყავთ ეხლა ლეგიონერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172981
სარეკლამო ადგილი - 99
X x X