ფეხბურთი

17:39 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები მინსკის ტურნირის 1/4-ფინალში დამარცხდნენ

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობიაა, მინსკის საერთაშორისო ტურნირზე “Developments Cup”-ის 1/4-ფინალში ლიტველ თანატოლებთან დამარცხდა.

ქართველების უპირატესობის მიუხედავად, მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტები კი, უკეთესად ლიტველებმა დაარტყეს და 5:4 გაიმარჯვეს. შედეგად, ქართველი 17-წლამდელები 25 იანვარს მე-5 ადგილისთვის მატჩში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა განვლილი შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, მამუჩაშვილი, კიკნაძე, გოშთელიანი, მიქელთაძე, ჯობავა.

შეცვლაზე შევიდნენ: ლაშხია, ლებანიძე, კამლაძე.

0.109177