ფეხბურთი

12:07 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები მალტაში წასვლას სერბეთიდან შეეცდებიან

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, 26 მარტიდან ელიტრაუნდში ჩაებმება.

ტურნირი სერბეთში ჩატარდება და მე-5 ჯგუფში, მასპინძელი ჭაბუკების გარდა,  ქართველების მეტოქეები გერმანია და ირლანდია არიან.

17-წლამდელებმა შეკრება თბილისში გაიარეს და ბელგრადში 24 მარტს გაემგზავრნენ. აკობიას განკარგულეაბში სერბეთში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე "საბურთალო").

მცველები: გიორგი ქობულაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი (ორივე 35-ე სკოლა), ვატო მურჯიკნელი ("დიუსელდორფი", გერმანია), რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია, გიორგი თვარაძე (ყველა "საბურთალო"), ირაკლი კამლაძე ("ლოკომოტივი", თბილისი).

ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე ("შუქურა", ქობულეთი), ლადო მამუჩაშვილი, გურამ გოშთელიანი ("საბურთალო"), გიორგი ბერიძე ("დილა", გორი), გიორგი კიკნაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ნიკა ქორიძე ("რეჯანა", იტალია).

თავდამსხმელები: გიორგი ჯობავა ("ოსერი", საფრანგეთი), გიორგი არაბიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ბექა მიქელთაძე ("ზესტაფონი").

26 მარტი

გერმანია - საქართველო (18:00 თბილისის დროით. სტადიონი “სუვაჩა”, ქალაქი პეჩინცი).

 სერბეთი - ირლანდია

28 მარტი

გერმანია - ირლანდია

საქართველო - სერბეთი (18:00 თბილისის დროით. სერბეთის საფეხბურთო ასოციაციის სპორტული ცენტრი, სტარა პაზოვა).

31 მარტი

სერბეთი - გერმანია

ირლანდია - საქართველო (17:00 თბილისის დროით. სტადიონი “ობილიჩი”, ბელგრადი).

ელიტ რაუნდიდან ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 9-21 მაისს მალტაში ჩატარდება, ჯგუფებიდან თითო გუნდი გადის. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1125