ფეხბურთი

15:03 | 3.10.2013 | ნანახია 3165 - ჯერ

17-წლამდელები ევროშესარჩევისთვის მზადებას იწყებენ

ხვალიდან, 4 ოქტომბრიდან, უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს საქართველოს ნაკრები (1997 წელს დაბადებულები). გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, ნაკრები შესარჩევისწინა დასკვნით შეკრებას ზუგდიდში, „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე გაივლის. შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“), სანდრო ბენდიანიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

მცველები: რატი კაკიაშვილი, გიორგი აბელაშვილი, ცოტნე ნადარაია, დემურ ჩომახიძე (ყველა„საბურთალო“), ვასილ კაციტაძე („დინამო“ თბილისი), ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), თორნიკე გაფრინდაშვილი, გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა), ამირან გოგიაშვილი („დილა“, გორი), ნიკა კევლიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: ანდრო ნემსაძე ( „დინამო“ თბილისი), ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩიშვილი („საბურთალო“), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი“), ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე „შუქურა“, ქობულეთი), გიორგი ბერიძე („დილა 2“, გორი), გიორგი კიკნაძე, ირაკლი კამლაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა ქორიძე („რეჯინა“, იტალია)

თავდამსხმელები: გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), გიორგი წივილაშვილი („საბურთალო“), საბა ცინცქილაძე („შუქურა“, ქობულეთი)

შეკრების ფარგლებში, 17-წლამდელები ტესტ-მატჩს ითამაშებენ „ზესტაფონის“ დუბლებთან. გუნდი თბილისში 15 ოქტომბერს დაბრუნდება. 17 ოქტომბრიდან კი, უკვე შესარჩევის მატჩები იწყება.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ტურნირს საქართველო მასპინძლობს. 17-წლამდელები მე-11 ჯგუფში იასპარეზებენ და მეტოქეებად ფარერების, ჰოლანდიისა და სან მარინოს 17-წლამდე ნაკრებები ეყოლებათ. ტურნირის კალენდარი ასეთია:

17 ოქტომბერი

ჰოლანდია - ფარერები („დინამო არენა“. 14:00 საათი), საქართველო - სან მარინო („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი)

19 ოქტომბერი

სან მარინო - ჰოლანდია (გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 14:00 საათი), საქართველო - ფარერები („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი)

22 ოქტომბერი

ჰოლანდია - საქართველო („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი), ფარერები - სან მარინო (გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 14:00 საათი)

შესარჩევი ჯგუფიდან კი, ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის.

სფფ-ის პრესსამსახური

 


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:29 | 03.10.2013
Shevche (15054)

ქორიძე რეჯინაში არ არის.
რეჯინა სერია B-ში თამაშობს, ქორიძის გუნდი კი არის რეჯიანა, რომელიც რანგით მე-3 ლიგაშია.
ესაა რეჯინა -stripslashes((strlen('http://int.soccerway.com/teams/italy/reggina-calcio/')>0?' http://int.soccerway.com/teams/italy/reggina-calcio/':' http://int.soccerway.com/teams/italy/reggina-calcio/'))
და ესაა რეჯიანა -stripslashes((strlen('http://int.soccerway.com/teams/italy/ac-reggiana-1919/1294/')>0?' http://int.soccerway.com/teams/italy/ac-reggiana-1919/1294/':' http://int.soccerway.com/teams/italy/ac-reggiana-1919/1294/'))

12:58 | 04.10.2013
shakooo7 (2507)

რეჯიანა არა რეჯანა

22:31 | 03.10.2013
Shevche (15054)

ეს კი მაგ კლუბის საიტია, სადაც შეყვანილი ჰყავთ ეს ბიჭი

0?'>http://www.reggianacalcio.it/Apps/WebObjects/ReggianaCalcio.woa/wa/viewTeam?id=148&lang=ita':'>http://www.reggianacalcio.it/Apps/WebObjects/ReggianaCalcio.woa/wa/viewTeam?id=148&lang=ita'))

18:17 | 03.10.2013
SHUQURA (44)

კომაახ, შერიიი, ცინცქიილ შემოგევლეეთ ძმებოოო :* :* დავაიი ბიჭებოოო თქვენიი იმედიი მაქ!!

17:52 | 03.10.2013
MU012FC (9145)

სან მარინო არასდროს გვყოლია ჯგუფში, არც ერთ ასაკში და აბა თქვენ იცით ბიჭებო DD

17:17 | 03.10.2013
ჩიჩარიტო (18039)

კარგად მახსოვს 1995ში დაბადებულების შედეგი და როცა 17წლამდელები წერენ სულ ეგ მახსენდება და ამათაც წარმატებები

16:32 | 03.10.2013
dato.nanava (2529)

ამ ეტაპს უეჭველი გადალახავენ მერე ვიკითხოთ ტორე

16:20 | 03.10.2013
aiversoni (15)

2 ლეგიონერი ყავთ??ვინ არიან ?ჯობავა ოსერიო და ქორიძე რეჯინა..კარგია

16:14 | 03.10.2013
arlekino (1003)

ოოოოოოოო..რა თამაშები გველის რა თამაშებიიიიი,,ისე საინტერესოა 17ოქტომბერს მესხზე ვთამაშობთ ჩვენ ,სტადიონზე სადაც 10 ში და 15 ში 21 წლამდელები იჯეჯილებენ ჰოლანდიელებთან და შოტლანდიელებთან და ამ ნაომარ სტადიონზე შემდეგ U17 შედის..და იგივე დღეს პაიჭაძეზე ფარერები და ჰოლანდიის U17..ვერაფერი გამიგია...შეყარეთ რა ესენი იმ დალეწილ სტადიონზე და ჩვენ დინამო არენას შევესეოდით....გაგიჯდებიო კაცი

16:27 | 03.10.2013
111111 (5084)

მესხის სტადიონს რას ერჩი რა მნიშვვნელობა აქ?

16:59 | 03.10.2013
arlekino (1003)

რაც აქვს მნიშვნელობა ხო დავწერე?ის რომ 10 ში 15 ში მესხზე 2 თამაშიათქო და 17 ში მესამე...ბალახს ვგულისხმობ და მის დატვირთვას

16:18 | 03.10.2013
aiversoni (15)

მართალი ხარ,,რა პონტია ეს ნეტა?

16:07 | 03.10.2013
costa (939)

ორნი გადიან ჯგუფიდან?

16:08 | 03.10.2013
andadasi (59)

კი..და ამის მერე მაისში ელიტრაუნდი საიდანაც ერთი გადის

15:40 | 03.10.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ულამაზესი ფორმაა.. მაგრად დამევასა

15:11 | 03.10.2013
111111 (5084)

კაია!!
ამაზეც ნორმალური ქომაგობა უნდა დავდოთ!**ქართული სპორტის ქომაგები **

15:10 | 03.10.2013
selecao24 (35)

ხომ არ იცით ვინმემ, არაბიძე რატომ არ არის ნაკრებში.

16:18 | 03.10.2013
aiversoni (15)

არაბიძე 1998 ია და ალბათ იმიტომ,გაისად მოუწევს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065055
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
911