ფეხბურთი

17:30 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები ელიტ რაუნდს გერმანიით იწყებენ

 

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, ელიტ რაუნდისთვის შეკრება დაიწყო.

ელიტ რაუნდი 26-დან 31 მარტის ჩათვლით სერბეთში ჩატარდება და ქართველების  მეტოქეები ჯგუფში გერმანია, სერბეთი და ირლანდია არიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, აკობიამ ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” 22 ფეხბურთელი შეკრიბა:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“).

მცველები: ვახტანგ კაპანაძე, ანდრო ნემსაძე, ვასილ კაციტაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია (ორივე „საბურთალო“), ირაკლი კამლაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გიორგი ქობულაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი (ორივე 35-ე სკოლა), საბა ჟღენტი („ვიტ ჯორჯია“), ამირან გოგიაშვილი („დილა“, გორი).

ნახევარმცველები: გიორგი ბერიძე („დილა 2“, გორი), ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), ნიკა ლაშხია („დინამო“ თბილისი), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გურამ გოშთელიანი, ლადო მამუჩაშვილი (ორივე „საბურთალო“), ნიკა ქორიძე („რეჯანა“, იტალია).

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), გიორგი წივილაშვილი („საბურთალო“).

მთავარი მწვრთნელი ჩამოთვლილთაგან ელიტ რაუნდისთვის 18 მოთამაშეს შეარჩევს. 14 მარტს 17-წლამდელები საკონტროლო შეხვედრას თბილისის “ლოკომოტივთან” “ბასაზე” ჩაატარებს, რომელიც 16 საათზე დაიწყება. გარდა ამისა, აკობიას შეგირდები კიდევ ერთხელ ისპარინგებენ და მათი მეტოქე უახლოეს პერიოდში გაირკვევა. 17-წლამდელები ბელგრადში 24 მარტს გაემგზავრებიან.

26 მარტი

გერმანია -საქართველო (18:00 თბილისის დროით. სტადიონი “სუვაჩა”, ქალაქი პეჩინცი).

სერბეთი -ირლანდია

28 მარტი

გერმანია - ირლანდია

საქართველო - სერბეთი (18:00 თბილისის დროით. სერბეთის საფეხბურთო ასოციაციის სპორტული ცენტრი, სტარა პაჟოვა).

31 მარტი

სერბეთი - გერმანია

ირლანდია - საქართველო (17:00 თბილისის დროით. სტადიონი “ობილიჩი”, ბელგრადი).

ელიტ რაუნდიდან ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 9-21 მაისს მალტაში ჩატარდება, ჯგუფებიდან თითო გუნდი გადის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115057