საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ირანის ნაკრებთან გამართა და დიდი სხვაობით, 8:0 დაამარცხა. შედეგად, ნოდარ აკობიას გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 23 იანვარს, მეოთხედფინალში, ლიტველ თანატოლებს შეხვდება. ლიტვური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალურ შეხვედრას 25 იანვარს გამართავს.
საქართველო U17 - ირანი U15 8:0 (2:0)
საქართველო: გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, კამლაძე, გოშთელიანი, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კაპანაძე, ლებანიძე, ართმელაძე
გოლები: ჯობავა (3, 45, 50, 80), მიქელთაძე (30), ნადარაია (65), ლებანიძე (70, 75)
ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრაში, ქართველ ახალგაზრდებს გოლი არ გაუშვიათ და მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღეს. ბომბარდირთა დავაში ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ჯობავა ლიდერობს 5 გატანილი გოლით. 2-2 გოლი დაუგროვდათ ბექა მიქელთაძეს, გიორგი კიკნაძეს და ერეკლე ლებანიძეს.
სფფ-ის პრესსამსახური